თავში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია და ის ე.წ "ეროვნული ბანკის" კლასტერიდანაა. მამაკაცი ბანკის საცავში მუშაობდა. 

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. 

როგორც Report.ge-ს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, პაციენტი პირველივე დღიდან რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, რადგან ვირუსის ფონზე პძიმე პნევმონია ჰქონდა განვითარებული. 

"გარდა ამისა, განვითარდა სეფსისი, სეპტიური შოკი. ამასთან, პაციენტს ჰქონდა სხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. პირველივე დღიდან მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც უმძიმესი. პაციენტი პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა" - განაცხადა ტურძელაძემ. 

ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტს ბოლო დროს COVID-19 აღარ ჰქონდა. 

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 851-მდე გაიზარდა.5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვი 702-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 297 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 16 მოქალაქე. 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system