თავში

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას ორ დღეში განაახლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟუნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მისი თქმით, რკინიგზას გარკვეული მომზადება დასჭირდა, ამიტომ ორ დღეში განაახლებს მარშრუტებს და გამოაცხადებს განრიგს. 

„ახლა მთავარია, რომ დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს“, - აღნიშნა მინისტრმა და ყველას პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system