თავში

საქართველოში Sinopharm-ით აცრის მსურველთა რიცხვი იზრდება

საქართველოში Sinopharm-ით აცრის მსურველთა რიცხვი იზრდება
საქართველოში Sinopharm-ით აცრის მსურველთა რიცხვი იზრდება

Sinopharm-ით ვაქცინაციის პროცესში დღეიდან დამატებით 44 კლინიკა ერთვება. ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ცენტრების დამატების აუცილებლობა მოსახლეობის აქტიურობამ გამოიწვია.

მოქალაქეების დადებით განწყობაზე ის ფაქტიც მოქმედებს, რომ ამ დრომდე საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაციის არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ ამ კონკრეტული მედიკამენტით ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც.

ჩინური პრეპარატით აცრა ნებადართულია 18 წელს ზემოთ ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.

დღეიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ერთვებიან. რამდენიმე საათში აცრას ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გეგმავს შინაგან საქმეთა მინისტრი თანამშრომლებთან ერთად.

Sinopharm-ით ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში გუშინ დაიწყო. 

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.
დღეიდან იმუნიზაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ერთვებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ჯერჯერობით ვაქცინას არანაირი გვერდითი ეფექტი არ ჰქონია.

Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო. დღეისათვის 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებულია. კიდევ ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ზაფხულში მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system