თავში

საქართველოში სულ 101 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი

საქართველოში სულ 101 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი
საქართველოში სულ 101 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი

კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან ერთი გარდაიცვალა.

"ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ერთ-ერთი რისკ ჯგუფია COVID-19-ის ეპიდაფეთქებაში და მათი ინფიცირების პრევენცია მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია. ინფექციის გადაცემის ჯაჭვში სამედიცინო პერსონალს ხშირ შემთხვევაში წამყვანი როლი მიუძღვის.

საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4 პროცენტს შეადგენს, მათ შორის 84,9 პროცენტი (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და 15,1 პროცენტი (18 შემთხვევა) - ტექნიკური პერსონალი“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან (101 პირი) ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19.

შესაბამისად, მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12,06 პროცენტია. 

"ხსენებული რაოდენობიდან ლეტალურად დასრულდა ერთი შემთხვევა (ექთანი ქალი, 70 წლის, ქვემო ქართლი), სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალში ლეტალობამ ერთი პროცენტი შეადგინა. შემთხვევათა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით: ექთანი – 58% (58 შემთხვევა), ექიმი – 31% (31 შემთხვევა), უმცროსი სამედიცინო პერსონალი – 10% (10 შემთხვევა); ექიმი-ეპიდემიოლოგი – ერთი პროცენტი (ერთი შემთხვევა) ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის უდიდეს ნაწილს (84%) ქალები წარმოადგენენ", – აღნიშნულია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system