თავში

სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება

სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება
სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი ,,მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

,,2021 წლის 21 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გავრცელდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი სავარაუდო ფარული ჩანაწერების არსებობაზე, მათ შორის, პოლიტიკოს ანა დოლიძის მიმართ. 

მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სავარაუდო შემთხვევაზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება. 

საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, თუ გამოქვეყნების მუქარის შემთხვევებს ძირითადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ აქვს ადგილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება.

სახალხო დამცველი გმობს სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფის პრაქტიკას, სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და სახელმწიფოს დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system