თავში

სახელმწიფო რწმუნებულმა ჭიათურაში ჩაი დაკრიფა

სახელმწიფო რწმუნებულმა ჭიათურაში ჩაი დაკრიფა
სახელმწიფო რწმუნებულმა ჭიათურაში ჩაი დაკრიფა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეციხეში ჩაის კრეფის პროცესში ჩაერთო. 

 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ ქვაციხის ჩაის თაიგული“ 12 ჰექტარზეა გაშენებული და პლანტაციაში ჩაის კრეფა აქტიურად მიმდინარეობს.

"კოოპერატივმა ქართული ჩაის აღორძინება 4 წლის წინ, სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ჩაი"-ს ფარგლებში, დაიწყო. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და ამავე პროგრამის დაფინანსებით სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცა თანამედროვე მინი-ფაბრიკა, რომლის დახმარებითაც უმაღლესი ხარისხის შავ ჩაის აწარმოებს.

ასევე, აღნიშნულმა კოოპერატივმა მონაწილეობა მიიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და გაიმარჯვა, რის შედეგადაც ევროკომისიისგან 10 000 ევრო გადაეცა გრანტის სახით. აღნიშნული თანხით კი კოოპერატივმა ერთჯერადი დასაფასოებელი დანადგარი შეიძინა.

ქართული ჩაის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მინი ფაბრიკა ააშება, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით ხდება ნედლეულის გადამუშავება. 2020 წელს 5 ტონა მზა პროდუქტის მიღებას ელოდებიან, ეს დაახლოებით 24 ტონა ნედლეულის მიღებაზეა გათვალისწინებული" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საწარმოში 70 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაფართოება და კიდევ დამატებით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

რაც შეეხება მზა პროდუქციის წარმოების მიმართულებით, „ქვაციხის ჩაის თაიგულის“ ხელმძღვანელების განცხადებით, მომავალში გათვალისწინებულია მწვანე ჩაის დამზადება, ასევე შეძენილი აქვთ სპეციალური დანადგარი როილერი, რომლის მეშვეობითაც აპირებენ ნატურალური საბავშვო ჩაის წარმოებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system