თავში

სახელმწიფო შეზღუდვების აღსრულების მიმართ სრულ ნიჰილიზმს ავლენს - ბიძინა კულუმბეგოვი

სახელმწიფო შეზღუდვების აღსრულების მიმართ სრულ
სახელმწიფო შეზღუდვების აღსრულების მიმართ სრულ ნიჰილიზმს ავლენს - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესის მიმართ სახელმწიფო სრულ ნიჰილიზმს ავლენს, რასაც არასახარბიელო მდგომარეობამდე მივყავართ.

მისი თქმით, მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. 

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ახლა არის ძალიან რთული და ამაზე ყველანი ვთანხმდებით. არსებული შეზღუდვების რეგულაციების აღსრულება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ერთი მხრივ მოქალაქეები არ ასრულებენ, მეორე მხრივ კი სახელმწიფო აღსრულების მიმართ სრულ ნიჰილიზმს ავლენს, რაც პრაქტიკულად მიგვიყვანა იმ ზომამდე, სადამდეც მივედით. 

რას მოგვიტანს ჩვენ, მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის მიღწევა. ეს ნიშნავს რომ, შემდგომი თვეების განმავლობაში ჩვენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით 10 000-მდე ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system