თავში

ჯაღმაიძე: ბოლოს, მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე

ჯაღმაიძე: ბოლოს, მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე
ჯაღმაიძე: ბოლოს, მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე

სასულიერო პირმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ტაძარში ბოლოს ხარების დღესასწაულზე იმსახურა, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

,,ბოლოს, მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე, ტაძარში, როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. მან საღამოს, მსახურების მერე იგრძნო თავი შეუძლოდ და მიმართა ექიმებს და აჩვენა ანალიზმა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი. მეორე დღეს მას ჰქონია მსახურება, თუმცა როგორც ის აცხადებს, ტაძარში არავინ იყოო", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, იმ ტაძრის მოძღვრები, რომელში მოღვაწე სასულიერო პირსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში არიან.

ცნობისთვის, ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახურ გიორგი პაპავას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მას მშრალი ხველა და ტემპერატურის მატება აღენიშნება. ასევე ინფიცირებულია სასულიერო პირის ოჯახის ორი წევრი, მათ შორის მოძღვრის და, რომელიც ერთ-ერთი კლინიკის ექთანია. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბოჭორიშვილის კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ, რომელი მათგანი იყო ოჯახში ინფექციის პირველწყარო, მაკა სოლოღაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხს ეპიდემიოლოგები შეისწავლიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system