თავში

საკონდიტრო ,,დონას" თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო უცნობია

საკონდიტრო ,,დონას" თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო უცნობია
საკონდიტრო ,,დონას თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 ბათუმში დაფიქსირდა. მათგან ერთი შემთხვევის წყარო, რომელიც საკონდიტრო მაღაზია ,,დონას" უკავშირდება, უცნობია. 

მაღაზიის ერთ-ერთ ფილიალში კორონავირუსი კონსულტანტს დაუდასტურდა. ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, საკონდიტროს თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ახლო კონტაქტების დადგენა და ამ დროისთვის ტესტირება 50 ადამიანზე მეტს აქვს ჩატარებული. პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ნონა ეფაძის ინფორმაციით, წყაროს დასადგენად კონტაქტების კვლევა გუშინ ღამით დაიწყო.

,,გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ შემთხვევებიდან 2 უკავშირდება საკარანტინე სივრცეს, 3 კი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მე-6 შემთხვევა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრშია მოთავსებული“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.

ინფიცირებული თანამშრომლის ახლო კონტაქტები თვითიზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინში გადაიყვანეს. როგორც საკონდიტრო ,,დონაში" აცხადებენ, მაღაზია უსაფრთხოების ყველა ზომას იცავდა.

,,ყველა ის თანამშრომელი, ვისთანაც იყო კონტაქტში ეს თანამშრომელი, არის თვითიზოლაციაში, მათ, ვისაც არ ჰქონდათ თვითიზოლაციის პირობები, გადაყვანილნი არიან სხვადასხვა სასტუმროს საკარანტინე სივრცეში. უსაფრთხოების ზომებს ვიცავდით, პირბადის გარეშე მომხმარებლები არ დაიშვებოდნენ და ყველა ზომას ვიცავდით აბსოლუტურად", - განაცხადა ,,დონას" მენეჯერმა თამილა ბეჟანიძემ.

საკონდიტრო მაღაზია ,,დონა" დროებით დაიკეტა, თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ თანამშრომლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system