თავში

საკოორდინაციო საბჭო რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელებს

საკოორდინაციო საბჭო რეგულაციების შემსუბუქებასთან დ
საკოორდინაციო საბჭო რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელებს

"საკოორდინაციო საბჭოზე იქნება მსჯელობა რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცხელა და ადამიანებს უჭირთ პირბადის ტარება, მაგრამ ამ დროისთვის სხვა გამოსავალი არ არის.

"საკოორდინაციო საბჭოზე იქნება მსჯელობა რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. სიტუაცია მარტივი არ გახლავთ. დღეს 29 გარდაცვლილი ადამიანი გვყავდა. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს ძალიან მისხალ-მისხალ... ...როდესაც იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი, გარდაცვალების მაჩვენებლის მატება დაახლოებით ორკვირიანი ჩანაცვლებით აგვიანებს. სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ ამ რაოდენობის ფარგლებში შეიძლება, შენარჩუნდეს გარდაცვალება. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, რთულია, ცხელა და ადამიანებს უჭირთ პირბადის ტარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. პირბადე, აცრები და თავის შეკავება დიდი თავშეყრებისგან. მიუხედავად ბევრი საუბრისა, ეს დიდი თავშეყრები მაინც არის, მაინც არის დიდი სუფრები, დიდი თავყრილობები და შესაბამისად, გავრცელებაა ინფექციის. მესმის, რთულია, მოსახლეობას უჭირს, მაგრამ მეორე პინაზე დევს ადამიანთა სიცოცხლე".- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system