თავში

საკოორდინაციო საბჭომ სასულიერო პირების ტესტირების გადაწყვეტილება მიიღო - გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭომ სასულიერო პირების ტესტირების
საკოორდინაციო საბჭომ სასულიერო პირების ტესტირების გადაწყვეტილება მიიღო - გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სხვდასხვა რელიგიის წარმომადგენლების ტესტირებაში ჩართვა მოხდეს, რადგან ამ პერიოდში სხვდასხვა რელიგიური რიტუალები იქნება,ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა.

გამყრელიძის თქმით, ტესტირება რამდენიმე ღია აგრარულ ბაზარშიც განხორციელდება. 

"იანვრის პერიოდში ტესტირების პროცესში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, რადგან მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან. ასევე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ტესტირებაში ჩაერთონ ჩვენი სხვადასხვა რელიგიის  წარმომადგენლები იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში იქნება სხვადასხვა რელიგიური რიტუალები, ასევე რამდენიმე ღია, სასურსათო ბაზრობაზე იქნება ტესტირება ჩატარებული. ზოგადად, გაფართოებული ტესტირება, იქნება ერთ-ერთი მიმართულება, თანდათან ეკონომიკის გასახსნელად", - განაცხადა გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system