თავში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კლუბები არ გაიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კლუბები არ გაიხსნება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კლუბები არ გაიხსნება

საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

"საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი და კიდევ მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ჩვენთანაც ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში, ანუ ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით დღეს არ არის, არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეზღუდვები და და გაუქმებები მოქმედებს", - თქვა ღიბრაძემ.

რაც შეეხება კლუბების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ისინი მაინც გახსნიან დაწესებულებებს, ღიბრაძე პასუხობს:

"რას ქვია მაინც ამბობენ? საქართველოში არის კანონი, რომლის წინაშეც ყველა ვართ ერთნაირი. კანონი ამბობს, რომ აკრძალულია აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება. მაინც ჩაატარებენ ლოგიკა არ მესმის".

რაც შეეხება ჩატარებულ ღონისძიებებს, ღიბრაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ და ტყუილია, თითქოს შრომის ინსპექციას არ მოუხდენია რეაგირება. კონკრეტულად რა რეაგირება მოახდინა, ღიბრაძე არ აზუსტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system