თავში

სალომე ზურაბიშვილი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო

სალომე ზურაბიშვილი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო
სალომე ზურაბიშვილი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო. უცხოელ სტუმრებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა თემატური პავილიონები დაათვალიერა, ღვინო დააგემოვნა და ჩურჩხელაც ამოავლო.

პრეზიდენტის თქმით, ფესტივალზე ტურისტების სიმრავლე ქართული ღვინის მიმართ მსოფლიო ყურადღებას ადასტურებს.

„ეს არის ქართული ღვინოს, საქართველოს ზეიმი და აღორძინება. დღეს აქ ტურისტების სიმრავლე დასტურია იმის, რომ ჩვენ გავიტანეთ საზღვარგარეთ ჩვენი ღვინის სახელი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გურჯაანში ღვინის ფესტივალი „ქართული ღვინის დღეების“ ფარგლებში მიმდინარეობს. ღონისძიება წელს უკვე მესამედ იმართება. ორგანიზატორები ფესტივალზე 10 000-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system