თავში

სალომე ზურაბიშვილი: ვერ ვხდები, რას ემსახურება ასეთი “განსხვავებული აზრის” გავრცელება

სალომე ზურაბიშვილი: ვერ ვხდები, რას ემსახურება ასეთი “განსხვავებული აზრის” გავრცელება
სალომე ზურაბიშვილი: ვერ ვხდები, რას ემსახურება ასეთი “განსხვავებული აზრის” გავრცელება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი კორონავირუსის პანდემიას ეხმაურება და Facebook-ზე წერს, რომ ვრცელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია. 

"ზოგზოგიერთები ავრცელებენ ძალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას, ჯანმოს განცხადებებზე ვითომცდა დაყრდნობით. ვითომც, ასიმპტომატური ადამიანებისგან იშვიათად თუ გადაიცემა ვირუსიო და ამდენად დისტანცირების წესების მკაცრად დაცვა ნუთუ გამართლებულიაო. გუშინ გავრცელებული ჯანმოს საინფორმაციო ვიდეო პირიქით აჩვენებს,რომ ასიმპტომატური ისევე როგორც პრესიმპტომატური ( უკვე ინფიცირებული მაგრამ ჯერ უსიმპტომო ადამიანი, რაც სამ დღემდე შეიძლე გაგრძელდეს) ადამიანებისგან ასევე ვრცელდება ვირუსი ახლო კონტაქტის პირობებში.

მე კი მგონია, რომ აფეთქების პრევენცია და მიღწეული შედეგის შენარჩუნება ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას განაპირობებს და ყველასი ინტერესში უნდა იყოს. ვერ ვხდები, რას ემსახურება ასეთი “განსხვავებული აზრის” გავრცელება... ალბათ თავის გამოჩენას..  და ნამდვილად არა ქვეყნისა ან საზოგადოების კეთილდღეობას!", - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system