თავში

სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარეს

სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარეს
სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, თბილისის N61 ,45-ე და 100-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული სკოლების პირველკლასელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარეს.

"თეორიულ გაკვეთილზე სამართალდამცველებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს ძირითადი საგზაო ნიშნებისა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შესახებ, შემდეგ კი ბავშვებს მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.პრაქტიკული სწავლება მოსწავლეებს სკოლებთან არსებულ "ზებრა"-გადასასვლელზე ჩაუტარდათ. პატრულ-ინსპექტორებმა თითოეულ ბავშვს აუხსნეს გადასასვლელზე უსაფრთხოდ გადაადგილების წესები",- აღნიშნავენ უწყებაში.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. იგი საქართველოს 4 რეგიონს მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system