თავში

სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის
სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.

ცხედრები სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღე გაგრძელდება. 

„ზოგადად წითელი ჯვრის ეგიდით შექმნილი ჰუმანიტარული მექანიზმების ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩართულია სახელმწიფო მინისტრის აპარატი. წლების წინ შეიქმნა ეს ფორმატი, თუმცა პირველი იდენტიფიცირება მოხდა 2013 წელს და მას მერე მიმდინარეობს ეს პროცესი. სულ იდენტიფიცირებულია და გადმოსვენებულია 191 პირი, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტებისას.მათ შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები. დღეს ჩვენ გქვონდა შესაძლებლობა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შევხვედროდით ამ ეტაპზე რვა სამხედრო და ხუთი სამოქალაქო, იდენტიფიცირებული პირის ოჯახს, რომელთაც კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დროისთვის, ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 191.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system