თავში

სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რიცხვი გაიზარდა - გამყრელიძე

სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რიცხვი გაიზარდა - გამყრელიძე
სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რიცხვი გაიზარდა - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სულ ახალი კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 1678 წარმომადგენელი დაინფიცირდა. ეს საერთო ინფიცირებულთა 5,2%-ია.

გამყრელიძე ამბობს, რომ აბსოლუტურ რიცხვში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რიცხვი გაიზარდა, თუმცა შეფარდება შემცირებულია. 

"ჩვენ, სამედიცინო პერსონალი ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ მოსახლეობის, ამიტომაც ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია. 

„ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, ეს ყველგან ასეა. ზოგადად ჩვენ გაზაფხულზე ვსაუბრობდით, როდესაც შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, მხედველებაში მაქვს სექტემბრის პირველ კვირამდე, გვყავდა დაახლოებით 140-მდე სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რომელიც მერყეობდა სხვადასხვა დროს ინფიცირებულთა 9-დან 12-13%-ს შორის. დღეისთვის ჩვენ გვყავს 1 678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა, 5,2%. ანუ აბსოლუტურ რიცხვში, რა თქმა უნდა, გაზრდილია, ჩემი კოლეგების ინფიცირების რიცხვი, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მედპორსონალი მუდმივად გადის ტრენინგებს მათთვის ზიანის მაქსიმალურად შესამცირებლად.

„რა თქმა უნდა, უფრო დიდი არის ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული გამოწვევა. მე ციფრები დაგისახელეთ, რამდენი გვყავს დღეს - 1678 ინფიცირებული (მედპერსონალი). ეს არის 5.2% მთლიანად ინფიცირებულებიდან. აქედან უკვე დიდი ნაწილი გამოჯანმრთელებულია და დაუბრუნდა თავის სამუშაო პირობებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი სამედიცინო საზოგადოება მუდმივად გადის ტრენინგს ინფექციის კონტროლის საკითხებთან მიმართებაში, რათა რაც შეიძლება მინიმალურად დაზიანდეს სამედიცინო პერსონალი, რომლებიც კრიტიკულები გახლავან ამ პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა გამყრელილძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ექიმები და ექთნები ინფიცირდებიან არა მხოლოდ სამუშაო, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებშიც

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი 2 დღის წინ, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. ეს კოვიდის შედეგად სამედიცინო პერსონალის პირველი გარდაცვალების ფაქტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system