თავში

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

"ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც ამ ზეიმს აღნიშნავს გულითადად ვულოცავთ ნოვრუზს - გაზაფხულის შემოსვლისა და სიცოცხლის განახლების ამ უმშვენიერეს დღესასწაულს.ვუერთდებით თქვენს სიხარულს და ზეიმს. თითოეულ თქვენთაგანს და თქვენს ოჯახებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთესა და კეთილდღეობას ვუსურვებთ! ნოვრუზ ბაირამინიზ მუბარექ",- ნათქვამია თეა ახვლედიანის მილოცვაში.

ნოვრუზ ბაირამი 20-დან 24 მარტამდე გრძელდება, ხოლო კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system