თავში

სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მომატებულია ინფიცირების შემთხვევები - გიორგი ღიბრაძე

სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მომატებულია ინფიცირების შემთხვევები - გიორგი ღიბრაძე
სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მომატებულია ინფიცირების შემთხვევები - გიორგი ღიბრაძე

მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები

- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება 200 ლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია და ბუსტერ დოზების გაკეთება.

“ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რადგან ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირბადის ტარება არ არის მხოლოდ მაკონტროლებლის მიერ განხორციელებული ღონისძიება, რითიც ჩვენ შევძლებთ პანდემიასთან ბრძოლას. ეს უნდა იყოს ერთობლივი როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე აღმასრულებლის მხრიდან. ცხადია, კონტროლიც გამკაცრდება, თუმცა მეორეს მხრივ, თითოეულმა ჩვენთაგანმა კონტროლი ჩვენ თვითონ უნდა გავუწიოთ”,-განაცხადა ღიბრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system