თავში

"სამწუხაროდ, საკვებ დანამატებს ხშირად იყენებენ კანის, თმის და ფრჩხილების სამკურნალოდ" - რას წერს ზაზა თელია

"სამწუხაროდ, საკვებ დანამატებს ხშირად იყენებენ კანის, თმის და ფრჩხილების სამკურნალოდ" - რას წერს ზაზა თელია
სამწუხაროდ, საკვებ დანამატებს ხშირად იყენებენ კანის, თმის და ფრჩხილების სამკურნალოდ - რას წერს ზაზა თელია

ექიმი ზაზა თელია სოციალური ქსელის საშუალებით, საზოგადოებას საკვები დანამატების შესახებ ინფორმაციას უზიარებს. 

მედიკოსის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ე.წ დანამატი - კანი, ფრჩხილები, თმა - რა არის საკვები დანამატების გამოყენების სამეცნიერო მტკიცებულება დერმატოლოგიაში?

სამწუხაროდ, საკვებ დანამატებს ხშირად იყენებენ კანის, თმის და ფრჩხილების სხვადასხვა დაზიანების სამკურნალოდ და "სიჯანსაღისთვის". ასევე დერმატოლოგები ხშირად უწევენ რეკომენდაციას მათ გამოყენებას.

დერმატოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი დანამატებია - ცინკი (თუთია), biotin (ბიოტინი - ვიტამინი, ვიტამინი D, ნიკოტინამიდი (nicotinamide - ვიტამინი B3) და პოლიპოდიუმი (polypodium - კლდის ძირტკბილა).

სამეცნიერო მტკიცებულება მათი უსაფრთხოების და ეფექტურობის თაობაზე შეზღუდულია (Evidence for the safety and efficacy of these supplements is limited.)

არ არსებობს მათი დოზირების და მათი მიღების შედეგად დამდგარი გამოსავლის სტანდარტიზებული მაჩვენებელი. არ არის ცნობილი და შესწავლილი მათი გვერდითი ეფექტები.

ასევე, არსებული მტკიცებულება არასაკმარისია იმისათვის რომ რეკომენდირებულ იქნას Biotin ან Zinc დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად. (Current evidence is insufficient to recommend the use of biotin or zinc supplements in dermatology).

მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი სარწმუნო, მაღალი ხარისხის კვლევების შედეგად.

ასევე - FDA-იმ გამოსცა გაფრთხილება საკვებ დანამატ Biotin-ის (ვიტამინი B7) მოქმედების შესახებ ტროპონინის ანალიზის პასუხის ცვლილების კუთხით, ანუ ის ცვლის ტროპინინის მაჩვენებელს.

ასე რომ მნიშვნელოვანია კარდიოლოგიური პაციენტების ანამნეზის დეტალური გამოკითხვა - ხომ არ აქვთ მიღებული ეს საკვები დანამატი", - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system