თავში

"სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

"სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა" - საპატრიარქო განცხადებას
სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო. მასზე ასახული იყო ერთაწმინდის ტაძარი, რომელიც სასულიერო პირებმა თითქოს განგებ დააზიანეს, ღუმელი დადგეს და მილი სარკმლიდან გაიყვანეს.

 საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ფოტომასალა ძველია. ფოტო გადაღებულია ტაძრის რესტავრაციამდე. აქვე დავძენთ, რომ ერთაწმინდის ტაძარს დაახლოებით ათ წელზე მეტია, სრულფასოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ არავითარი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით, საზოგადოებაში მსგავსი ცრუ ბრალდება და ცილისმწამებლური განცხადებები ვრცელდება.თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ფოტომასალას. პირველ ორზე ასახულია სოციალურ ქსელში გავრცელებული ერთაწმინდის ტაძრის ძველი, რესტავრაციამდე მდგომარეობა, დანარჩენზე კი - ტაძრის ამჟამინდელი რეალური იერსახე," - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელენულ განცხადებაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system