თავში

სამწუხაროდ, სერიოზული შეფერხებაა, დეფიციტი შეგვექმნა - გამყრელიძე

სამწუხაროდ, სერიოზული შეფერხებაა, დეფიციტი შეგვექმნა - გამყრელიძე
სამწუხაროდ, სერიოზული შეფერხებაა, დეფიციტი შეგვექმნა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებაა, რაც ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული.

მისივე თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.

გამყრელიძის განმარტებით, „ასტრაზენეკაზე“ შექმნილ დეფიციტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. 

ამასთან როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ბევრი კვლევით, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, უმჯობესია, „ატსტრაზენეკას“ განმეორებითი ვაქცინა 8-დან 12 კვირის შუალედში ჩატარდება.

„მოგეხსენებათ,რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანაში ორჯერ შემოვიდა, 43 000-43 000 დოზა, ანუ ერთად 86 600-მდე. პირველად შემოვიდა 13 მარტს, მეორე აპრილის შუა რიცხვებში და მესამედ უნდა შემოსულიყო მაისის შუა რიცხვებში - ეს იყო „კოვაქსით“ შესყიდული ვაქცინა. შედეგ მოწოდების ეს ვადა გადავიდა ივნისზე, ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იყო, რომ მოგვეწოდებოდა 22 ივნისს, გამთენიისას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, რომელსაც ახლა არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ვერ მოხდა მოწოდება. ამიტომ, ჩვენ შეგვექმნა „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 4 000-დან 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი. „ასტაზენეკა“ არის ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა, რომელიც კეთდება ორჯერადად და ის კეთდება ინსტრუქციის მიხედვით 4-დან 12 კვირის შუალედში. ანუ მეორე რევაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს 4-დან 12 კვირამდე“. - განაცხად გამყრელიძემ

მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი ძირითადად შეიქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში. მის თქმით, ყველაზე მეტ აცრებს ორი წამყვანი კლინიკა - რესპუბლიკური და ხეჩინაშვილის კლინიკები ახორცილებენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაც გააცნო. 

„ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ არ დავმალავ და გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებებია, ამ პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადება კი ასეთია:

„ვსარგებლობთ შემთხვევით და პირველ რიგში მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ჩვენს თანამოქლაქეებს კოვიდ19-ის საწინაღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის. დღეისთვის სრულად აცრიალია 84 000-ზე მეტი მოქლაქე. აცრებზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და „კოვაქს" პლატორმასთან არსებული შეთანხმების საფუძველზე ივლისის თვიდან დაგეგმილია სამ მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება ქვეყნისთვის. ამასთან, „კოვაქს პლატფორმიდან“ შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტირებული მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემა აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ამასთან, ყველა ის მოქალაქე, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში შეფერხების გარეშე შეძლებს აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდშს შექმნილი უხერხულობისთვის“ , - აცხადებს გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system