თავში

"სამწუხაროდ, არასახარბიელო პროგნოზი გვაქვს" - ივანე ჩხაიძე

"სამწუხაროდ, არასახარბიელო პროგნოზი გვაქვს" - ივანე ჩხაიძე
სამწუხაროდ, არასახარბიელო პროგნოზი გვაქვს - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, უკვე გამოვლინდა სეზონური გრიპის შემთხვევები, რის გამოც კლინიკები გადატვირთულია.

მისივე თქმით, პროგნოზი არასახარბიელოა. სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანა "ტვინდემიის" რეალური საფრთხის წინაშეა.

"მეორე საფრთხე რაც პოტენციურად შესაძლებელია იყოს ადამიანისთვის და მთელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ეს გახლავთ გრიპი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, რომელი ვირუსით იქნება ბავშვი ინფიცირებული. ვინაიდან გრიპის მართვა სრულიად სხვა ტაქტიკას გულისხმობს, გრიპის მართვის სისტემაში ჩვენ გვაქვს ანტივირუსული პრეპარატები. გრიპის მართვის შემთხვევაში ჩვენ ველოდებით ფილტვების ანთებას და ამის გამოცდილება საკმაოდ დაგროვდა საქართველოში. ჩვენ აქცენტი ჯერჯერობით სხვა ტიპის ვირუსებზე გვაქვს ეს არის ე.წ. რესპირაციულ სიციტიური ვირუსი, რომელიც განაპირობებს ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, წვრილი ბრონქების ანთებას.

დღეს კლინიკა არის გადატვირთული ჩვენ იძულებული ვიყავით დამატებითი განყოფილება გამოგვეყო რესპირაციული ვირუსული ინფექციით დასნებოვნებული პაციენტებისთვის. სამწუხაროდ ჩვენ პროგნოზი მომავალ კვირებისთვისაც არასახარბიელო გვაქვს,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system