თავში

ხაშურში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ხაშურში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ხაშურში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები მუშაობდნენ.

სპეციალური პრეპარატით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, დეზინფექცია ჩაუტარდა ქუჩებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გურასპაშვილისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების რეკომენდაციითა და შეთანხმებით განხორციელდა. სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში კვლავაც გაგრძელდება.

 ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system