თავში

"სანამ იმ სახლში ვინმე მელის, აუცილებლად იქ შევხვდები ახალ წელს" - ბიძინა კულუმბეგოვი

"სანამ იმ სახლში ვინმე მელის, აუცილებლად იქ შევხვდები ახალ წელს" - ბიძინა კულუმბეგოვი
სანამ იმ სახლში ვინმე მელის, აუცილებლად იქ შევხვდები ახალ წელს - ბიძინა კულუმბეგოვი

ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები. ჩემი მშობლები თბილისში არ ცხოვრობენ და მათთან, ხონში, ყოველ წელს ჩავდივარ. სანამ იმ სახლში ვინმე მელის, აუცილებლად იქ შევხვდები ახალ წელს. წელსაც დედასთან, მამასა და ბებოსთან ერთად ვიზეიმე - ამბობს ცნობილი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. 

ის მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და პანდემიისგან გათავისუფლებას უსურვებს.

"იმერეთში, მეკვლეობა ბარბარობას არის. ჩვენს სახლში ყოველთვის ბებიაა მეკვლე. დილით ჯერ ბრინჯს შემოყრის, მერე შემოვა და გვლოცავს - გამრავლდით, გაიხარეთო და ა.შ. წელსაც არ უღალატია ამ ტრადიციისთვის.გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ, 2022 ყოფილიყოს პანდემიისგან გათავისუფლებისა­ და გარდატეხის წელი. დაწმუნებული ვარ, 2022 იქნება ახალი ათვლის წერტილი ჩვენი­ ქვეყნისთვის, მოსახლეობისა და თითოეული ოჯახისთვის კი იქნება ჯანმრთელობის, წინსვლის, ბარაქის, დღეგრძელობის წელი" - ამბობს კულუმბეგოვი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system