თავში

"სანამ საქართველო აგრძელებს ანტივაქსერების წახალისებას..." - რას წერს ზაზა წერეთელი

"სანამ საქართველო აგრძელებს ანტივაქსერების წახალისებას..." - რას წერს ზაზა წერეთელი
სანამ საქართველო აგრძელებს ანტივაქსერების წახალისებას... - რას წერს ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში სიახლის შესახებ წერს:

"სანამ საქართველო აგრძელებს ანტივაქსერების წახალისებას და ამისათვის უვადო მწვანე პასპორტიც კი შემოიღო, ამ დროს, ადამიანებმა, რომლებსაც მომავალ წელს ევროკავშირში გამგზავრების სურვილი აქვთ, უნდა აცილებლად გაიკეთონ ბუსტერ დოზა, როდესაც მათი ორიგინალური Covid ვაქცინაციიდან ცხრა თვე იქნება გასული, ასეთია ახალი რეკომენდაცია, რომელიც ბრიუსელმა შემოიტანა განსახილველად და დასამტკიცებლად.

დღეს, ევროკომისიამ ქვეყნებს შესთავაზა ვაქცინის მოქმედების ცხრათვიანი ლიმიტი, რომელიც ვრცელდება ევროკავშირში და ევროკავშირში მოგზაურობისთვის. 

თუ გეგმები დამტკიცდა ევროკავშირის მინისტრების მიერ, 2022 წლის 10 იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურებს მოეთხოვებათ აჩვენონ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინის ბუსტერ დოზის დამადასტურებელი საბუთი, როდესაც მათი თავდაპირველი ვაქცინის სტატუსიდან ცხრა თვეზე მეტია გასული. 

ანალოგიურად, წევრ ქვეყნებს შორის მოგზაურებმა უნდა შეასრულონ იგივე მოთხოვნა, რათა თავიდან აიცილონ Covid ტესტები, კარანტინი და სხვა შეზღუდვები.

ევროკომისია იმედოვნებს, რომ ასეთი საერთო წესით თავიდან აიცილებს წესების დამაბნეველ ნარევს როცა 27 წევრ ქვეყანას სხვადასხვა წესი აქვს და რადგან მთავრობები ცდილობენ გაამკაცრონ შეზღუდვები ყოველდღიურ ცხოვრებაში კოროვირუსული ინფექციების გაზრდის შემდეგ.

ევროკავშირის უახლესი წინადადებები პრიორიტეტს ანიჭებს ვაქცინირებულ ადამიანებს, რადგან ბრიუსელი გადადის მოგზაურების კლასიფიკაციაზე ინდივიდუალური ჯანმრთელობისა და ვაქცინის სტატუსის მიხედვით და არა მათი გამგზავრების ქვეყნების მიხედვით.

2022 წლის 1 მარტიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხოლოდ ვაქცინირებულ, გამოჯანმრთელებულ ან აუცილებელ მოგზაურებს დაუშვებენ, როგორიცაა სატვირთო მანქანის მძღოლები.

არსებული სისტემა, რომლის მიხედვითაც ქვეყნები ემატება და ამოღებულია უსაფრთხო სიიდან, გაუქმდება.

ევროკავშირის არასასურველი მოგზაურებისთვის ცხრა თვის შემდეგ ბუსტერის გაკეთების რეკომენდაცია არის სამეცნიერო რჩევის ნაწილი.

უკვე დადგინდა, რომ იმუნიტეტი იკლებს ექვსი თვის შემდეგ, მაგრამ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა დაამატეს დამატებითი სამი თვე, რათა მთავრობებს საშუალება მისცენ განახორციელონ ბუსტერ დოზების დანერგვის პროგრამები", - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system