თავში

სანზონაში მამაკაცს გაზქურა ჩართული დარჩა, მეზობლებმა სახანძრო გამოიძახეს

სანზონაში მამაკაცს გაზქურა ჩართული დარჩა,
სანზონაში მამაკაცს გაზქურა ჩართული დარჩა, მეზობლებმა სახანძრო გამოიძახეს

სანზონაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მარტო მყოფი მამაკაცის ბინაში ჩართული გაზქურა დახვდათ. მეზობლების თქმით, სადილის გასაცხელებლად გაზის ანთების შემდეგ მამაკაცმა დაიძინა. შედეგად, სადარბაზოში კვამლი და შესაბამისი სუნი გავრცელდა. 

მეხანძრე-მაშველები შენობაში აივნიდან შევიდნენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კორპუსში გათიშული იყო ელექტროენერგიაც. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. მეხანძრე მაშველებმა ტერიტორია დატოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system