თავში

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ამა წლის 14 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შემოვიდა წერილი მრავალრიცხოვანი ხელმოწერით. აღნიშნული წერილით სოფლის მოსახლეობა საპატრიარქოსაგან ითხოვდა უბისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყურადღების მიქცევას.

განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო იქ არსებული პრობლემების სიმძიმე. თავის მხრივ, ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა საპატრიარქოსგან მოითხოვა საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნა.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შობის დღესასწაულის შემდეგ უბისის მონასტრის საკითხის შესწავლას შეუდგება კომისია. მანამდე კი საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, რათა განსახილველი საკითხი არ გასცდეს ეკლესიური ეთიკის ფარგლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system