თავში

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდი მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს 506.000 აშშ დოლარით დააფინანსებს. 

ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრების პროექტი გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა წარმოადგინა და მის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მცხეთის ჯვრის ტაძრის დასაცავად. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

"აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს 506 000 აშშ დოლარით დააფინანსებს.

2020 წლის 16 სექტემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში ჯვრის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ითვალისწინებს მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას.

 „საქართველოში ეკლესიები და ისტორიული ძეგლები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ქვეყნის საზოგადოების ისტორიაში და ჩვენ ვამაყობთ და გვიხარია, რომ შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი დაცვისა და შენარჩუნების საქმეში“, – ბრძანა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა.

პროექტის განსახორციელებლად 2019 და 2020 წლებში ორჯერ გამოიყო აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დიდი გრანტი, 2019 წელს პროექტის პირველი ეტაპისათვის – 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2020 წელს კი ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო 506 000 დოლარი მისი მეორე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობს ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system