თავში

საპატრიარქო კარტოგრაფების გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა

საპატრიარქო კარტოგრაფების გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა
საპატრიარქო კარტოგრაფების გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა

საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საკითხს ეხმაურება. 

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეკლესიას აინტერესებს შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დასჯილ იქნეს;

"მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა?

გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი",- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system