თავში

საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

როგორც დეკანოზი ამბობს, პროცესებში ჩართულმა თითქმის ყველა მხარემ ბავშვების უფლებები დაარღვია.

მისივე თქმით, მოსამართლეს არ ჰქონდა ინფორმაცია, რა მდგომარეობაში იყვნენ ის შშმ ბავშვები, რომლებთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას იღებდა და არც ფსიქოლოგის დასკვნა იყო წარმოდგენილი.

"ყველაფერი კარგად არსად არაა. ყველამ ვინც კი იყო ამ საქმეში ჩართული ბავშვის უფლებები თითქმის ყველამ მეტ-ნაკლებად დაარღვია. უფლებები დაარღვია სასამართლომ, გამოჩნდება მალე, ჩვენ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მეყვსეულად მიიღეს,"- განაცხადა დეკანოზმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system