თავში

საპატრიარქოს იუნკერები და უმცროსი ოფიცრები ესტუმრნენ - PHOTO

საპატრიარქოს იუნკერები და უმცროსი ოფიცრები ესტუმრნენ - PHOTO
საპატრიარქოს იუნკერები და უმცროსი ოფიცრები ესტუმრნენ - PHOTO

საქართველოს საპატრიარქოს იუნკერები და უმცროსი ოფიცრები ესტუმრნენ. ინფორმაციას და ფოტოევს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავცრელებს.

"დღეს, 2021 წლის 18 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკრები და უმცროსი ოფიცრები ესტუმრნენ.

ახალგაზრდა სტუდენტების გაცნობითი სახის ვიზიტის მიზანი ზოგადი ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება იყო. ისინი შეხვდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს, გაეცნენ სამსახურისა და, ზოგადად, საპატრიარქოს სხვადასხვა განყოფილების მუშაობას, დაათვალიერეს საპატრიარქოს ადმინისტრაციული შენობა.

შეხვედრამ მეტად გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ეკლესიის სტრუქტურას, საპატრიარქოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობის პრინციპებს, იუნკერთა სკოლის დანიშნულებასა და მიზანს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაცნობითი სახის შეხვედრები იუნკერთა სკოლის კუსრანტებისთვის საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებისა და კულტურულ-რელიგიური დანიშნულების სხვა დაწესებულებებშიც იმართება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system