თავში

საპატრიარქოს განცხადება არის ძალიან გონივრული - ტიკარაძე

საპატრიარქოს განცხადება არის ძალიან გონივრული - ტიკარაძე
საპატრიარქოს განცხადება არის ძალიან გონივრული - ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ეკლესიის პოზიცია ძალიან გონივრულია. 

ტიკარაძის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თვეში საპატრიარქოსგან ვაქცინაციისკენ მოწოდებაც გაჟღერდეს.

"ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებაში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები. რაც შეეხება, საპატრიარქოს განცხადებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული. ის, რომ ისინი ამას არ ზღუდავენ, უკვე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით ეკლესიის ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system