თავში

საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო
საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ისრაელში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 14:00 სთ-დან, ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის. რეგულაციები 11 ოქტომბრამდე რჩება ძალაში.

ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეიზღუდება, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური.

„იომ ქიფურის“ დღესასწაულის პერიოდში 27-28 სექტემბერს მზის ჩასვლამდე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ამავე პერიოდში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის-აფთიაქები.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული შეზღუდვები,"- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system