თავში

"საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

"საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს" - რას წერს გიორგი ფხაკაძე
საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ წერს. 

პროფესორის თქმით, "ომიკრონი" შესაძლოა, კაცობრიობისთვის დიდი გამოწვევა იყოს. 

გიორგი ფხაკაძე ვირუსთან საბრძოლველად საზოგადოებას საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდებს

"მეკითხებიან კორონავირუსის ახალ ვარიანტზე, ომიკრონზე.

დღეს ვიცით, რომ დაზუსტებით არაფერი ვიცით, არის მხოლოდ ბევრი ვარაუდი…

როგორ გამოიყურება, უკვე ვიცით. ნახეთ სურათი, რომ იცოდეთ, ვიზუალურად როგორ შეიცვალა.

რამდენად უფრო გადამდები, უფრო საშიში, უფრო სასიკვდილოა - ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. იმ კვირას იქნება პირველი მონაცემები. უფრო დაზუსტებული მონაცემები კი თვის ბოლოს.

ეს ახალი ვარიანტი უკვე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა, გავრცელდა 30 ქვეყანაში (იხილეთ რუკა) და, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ყველა ქვეყანაში იქნება.

გიზიარებთ რამდენიმე მიმდინარე კვლევის ამონარიდებს, გრაფიკას, რათა დაახლოებით ნახოთ, რომ ეს ვარიანტი, შესაძლოა დიდი გამოწვევა იყოს კაცობრიობისთვის.

პანიკა საჭირო არ არის, პირიქით, საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს, რომ მოვერიოთ ამ ვერაგ ვირუსს!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system