თავში

სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

რესტორატორთა ასოციაცია და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. 

მათი თქმით, შეზღუდვებმა ამ სფეროს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, პრემიერთან შეხვედრა ახლო მომავალში ჩაინიშნება.

„ჩვენ მივმართავთ პრემიერს შეხვედრასთან დაკავშირებით, გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს და არის საუბარი, რომ მომავალ დღეებში ჩაინიშნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო წნეხი მოიხსნას არსებულ სიტუაციაში, ბანკებთან გვაქვს კაბალური ურთიერთბა. ბანკებთან ურთიერთობაში უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. ჩვენი მოთხოვნაა პრობლემებზე ვისაუბროთ. სფეროში პანდემიის პირობებში პრობლემები მუდმივად იყო, თუმცა, გარკვეულწილად სფერო უმკლავდებოდა პრობლემებს, მაგრამ 22:00 საათზე რესტორნების დახურვამ სრულიად შეცვალა ვითარება. აქ მატერიალური ზარალის გარდა არის საუბარი იმ ხალხის უმუშევრად დარჩენაზე, ვინც დასაქმებულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system