თავში

"სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მგონი, ყველა დაგვეთანხმება"- იმნაძე

"სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მგონი, ყველა დაგვეთანხმება"- იმნაძე
სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მგონი, ყველა დაგვეთანხმება- იმნაძე

სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მემგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„სასაფლაოზე გასვლა ძალიან ნორმალურია, იქ კვერცხის გადაგორებაც და ყველაფერი, მაგრამ ქეიფის გამართვა საერთოდ არ ჯდება ჩვენ ტრადიციებში და ის, რომ სასაფლაოზე ქეიფები უნდა აიკრძალოს, ამაში მემგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ "პირველი არხის" ეთერში.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ქალაქების ჩაკეტვა, იმნაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული

„თუ სიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სასაფლაოზე გამსვლელი აღარ დავრჩებით, რა გითხრათ აბა?!“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system