თავში

სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადაეცა

სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადაეცა
სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმამაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადასცეს. 

სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის "წითელი ხიდის" სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საქართველოში - კარლ ჰარცელთან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან - სანია ჩელებიჩ ლუკოვასთან ერთად სასაზღვრო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული დაკვირვების სისტემის მუშაობის შესახებ. დელეგაციის წევრები, ასევე ეწვივნენ წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და ადგილზე გაეცნენ მგზავრთა ნაკადის მართვისა და შემოწმების პროცედურებს.

"3.3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები საზღვარზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ასევე, ხელს შეუწყობს სასაზღვრო ინციდენტებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას", - აცხადებენ შსს-ში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system