თავში

საშიშია ობიექტურად მდგომარეობა, ამას ამბობენ ექიმები - დავით ბაქრაძე

საშიშია ობიექტურად მდგომარეობა, ამას ამბობენ ექიმები - დავით ბაქრაძე
საშიშია ობიექტურად მდგომარეობა, ამას ამბობენ ექიმები - დავით ბაქრაძე

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ პრეზიდენტთან მისი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. 

ტვ პირველთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პრეზიდენტს 24 დღიანი შიმშილობა ფიზიკურად ეტყობა და შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს გაუარესდეს.

"ძალიან მშვიდი იყო და ასეთი მშვიდი მიხეილ სააკაშვილი მე იშვიათად მინახავს. მშვიდი იყო და ძალიან ნათელი, მის არტიკულირებასთან, მეტყველებასთან, შიმშილობის რაიმე კვალს ვერ შეამჩნევდი. პირიქით, იყო ძალიან მობილიზებული, ძალიან მშვიდი, ძალიან საქმიანი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ეტყობა. შეუძლებელია ადამიანს არ ეტყობოდეს 24 დღიანი შიმშილობა. ფიზიკურად ეტყობა, გადაადგილებაზე ეტყობა, გარეგნობაზე ეტყობა. წონაზეც ეტყობა. საშიშია ობიექტურად მდგომარეობა, ამას ამბობენ ექიმები.

რაც შეეხება შინაარსს, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბევრ თემაზე ვისაუბრეთ ძალიან. მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე. მეორე ტურების მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი. კოალიციის მიმართ ძალიან დადებითად არის განწყობილი, თბილისური მრავალპარტიული კოალიციის მიმართ. ერთპარტიული ნოსტალგია კი არა, პირიქით, ეს მრავალპარტიულობა და მრავალფეროვნება არის გასაღები გამარჯვების", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system