თავში

სასტიკი მკვლელობა ფოთში - ბებია, სავარაუდოდ, შვილიშვილმა მოკლა

სასტიკი მკვლელობა ფოთში - ბებია, სავარაუდოდ, შვილიშვილმა მოკლა
სასტიკი მკვლელობა ფოთში - ბებია, სავარაუდოდ, შვილიშვილმა მოკლა

ფოთში სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია მოკლა. 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს. ოთახში აღმოჩენილია სისხლის კვალი. 

წინასწარი ინფორმაციით, ქალს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით გარდაცვლილის შვილიშვილს, 25 წლამდე ასაკის გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათივე ცნობით, ბებიასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტი და ხმამაღალი საუბარი ადრეც ყოფილა.

ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთი რაიონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს. ოჯახის ახლობლები ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.  

report.ge - მომხდარის შესახებ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system