თავში

სასწაულის მომსწრენი გავხდით - ქველმოქმედება აფთიაქში - VIDEO

სასწაულის მომსწრენი გავხდით - ქველმოქმედება აფთიაქში
სასწაულის მომსწრენი გავხდით - ქველმოქმედება აფთიაქში - VIDEO

სოციალური ქსელის მომხმარებელი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ აფთიაქშია გადაღებული. 

ვიდეოს თან ახლავს აღწერა, რომ პენსიონერ ქალს წამლების შესაძენად თანხა არ ჰყოფნის და ფარმაცევტს სთხოვს, პენსიამდე სამყოფი წამალი გამოუწეროს. 

სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა მომხმარებელმა უცნობმა მამაკაცმა გამოიჩინა გულისხმიერება და მოითხოვა სრული კურსი მიეცა ფარმაცევტს და თანხა თვითონ გადაეხადა 

„სასწაულის მომსწრენი გავხდით დღეს იმპექსის თანამშრომლები, მედიკამენტების შესაძენად შემობრძანდა პენსიონერი ქალბატონი რომელსაც თანხა არ ჰყოფნიდა გამოწერილი წამლების შესაძენად და ერთ-ერთ ფარმაცევტს სთხოვა პენსიამდე, რომ მეყოს იმდენი წამალი გამომიწერეთო.

ამ დროს ერთ-ერთმა მომხმარებელმა უცნობმა მამაკაცმა გამოიჩინა გულისხმიერება და მოითხოვა სრული კურსი მიეცა ფარმაცევტს და თანხა თვითონ გადაეხადა. მედიკამენტების საფასური გამოვიდა სრულიად 147 ლარი, რომელიც გადაიხადა უცნობმა მამაკაცმა. უფალმა ამრავლოს ასეთი კეთილი და გულისხმიერი ადამიანები სიკეთე გადამდებია,“ - წერენ სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system