თავში

სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისის რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს, მათ შორის სასწრაფოს მძღოლს, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ინფიცირებულებს შორის ერთი ექიმი თბილისიდან არის, შესაბამისად, მისი შემთხვევა ბოლნისის სტატიტიკას არ განეკუთვნება. ამის შესახებ report.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადასული. 

მათი განმარტებით, ექიმების დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის კვლევა, ვისაც ინფიცირებულ მედპერსონალთან კონტაქტი ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system