თავში

საზოგადოების წევრები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდებიან

საზოგადოების წევრები ქალთა მიმართ წინააღმდეგ კამპანიას უერთდებიან
საზოგადოების წევრები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდებიან

პედაგოგები, მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და გამოჩენილი სპორტსმენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდებიან. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საზოგადოებრივ აქტივობაში ჩაერთვება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სკოლები, პროექტი ტელე-სკოლა, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები და კლუბები.

კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება, ონლაინ-ფორმატში ჩატარდება. მისი თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.

ქალთა უფლებების დაცვის თემაზე, ონლაინ-საჯარო ლექციებს გამართავს რამდენიმე მუზეუმი. თეატრები გამართავენ იმ სპექტაკლების ონლაინ ჩვენებას, სადაც ქალთა უფლებებზეა გამახვილებული ყურადღება. ქართველი სპორტსმენები კი ეროვნული ჩემპიონატების ფარგლებში გამართულ ყველა თამაშზე საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system