თავში

სერგეენკო: მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად, სადაც ამის საჭიროება იქნება

სერგეენკო: მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად, სადაც ამის საჭიროება იქნება
სერგეენკო: მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად, სადაც ამის საჭიროება იქნება

,,მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად, იქ სადაც იქნება ამის საჭიროება", - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა. 

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მეორე ტურს ბოლომდე მიიყვანს, შემდეგ კი აუცილებლობის შემთხვევაში მზად არის კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთოს.

„მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ამომრჩევლის წინაშე, რომ მეორე ტური მივიყვანო ბოლომდე, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ, თუმცა მერე ვფიქრობ, რომ თუკი კლინიკებში საჭირო გახდება, (ჩემი სპეციალობა რეანიმატოლოგიაა), დავახმარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მარტივად რომ ვთქვათ, მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად, იქ სადაც იქნება ამის საჭიროება“,- განაცხადა სერგეენკომ ,,იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system