თავში

სერვისები ერთი ფანჯრის პრინციპით განახლდა

სერვისები ერთი ფანჯრის პრინციპით განახლდა
სერვისები ერთი ფანჯრის პრინციპით განახლდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა.

თანამედროვე და განახლებული სტანდარტების ცენტრი ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. 

მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება სწრაფად და ხარისხიანად ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ. რიგის კონტროლის სწრაფი მომსახურებით მათ შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა რეფერალური, სოციალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები ,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისათვის . მოწყობილია პანდუსი, ტაქტილური ბილიკი და რუკა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით გადამზადდნენ ცენტრის თანამშრომლები, რომლებსაც მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებით დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდათ.

იზრდება სამუშაო საათებიც. კვირის დღეებში , ცენტრი მოქალაქეებს 09:00- დან 20:00 საათამდე , შაბათს კი 10:00 - დან 14:00 საათამდე მოემსახურება. 

"2 წლის წინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ შეგვესწავლა ჩვენი მოქალაქეების ყველა საჭიროება და ამ საჭიროებებზე ადაპტირებული მოქალაქეების მისაღები გაგვეკეთებინა სამინისტროში. სწორედ ამ მისაღების ბაზაზე ჩვენი მოქალაქეები ორშაბათიდან უკვე მიიღებენ ყველა იმ საჭირო მომსახურებას, რაც მათ ჩვენი სფეროს მიმართულებით ესაჭიროება, იქნება ეს ჯანმრთელობის, სოციალური, რეგულირების სფერო და ერთი ფანჯრის პრინციპი იქნება დაცული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system