თავში

შაქარაშვილის ბიძა: არ ვიცი საარჩევნო სიაში მერამდენე ადგილზე ვარ

შაქარაშვილის ბიძა: არ ვიცი საარჩევნო სიაში მერამდენე
შაქარაშვილის ბიძა: არ ვიცი საარჩევნო სიაში მერამდენე ადგილზე ვარ

 ერთი დიდი უბნის მთელი შემადგენლობა მოვიდა და მთხოვეს, მოდი, მირიან დადექი და ამ „ნაციონალებსაც“ და ამ „ქოცნებასაც“ ამ რაიონში ფეხი არ ჩავადგმევინოთო, - ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მაჟორიტარობაზე უარი მხოლოდ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამო თქვა. 

„მაჟრიტარობაზე ვთქვი უარი, მხოლოდ და მხოლოდ გიორგის საქმის გამო, არ მიღირს, ასჯერ მთხოვეს ჩემმა მეგობრებმა, მეტსაც გეტყვით, ერთი დიდი უბნის მთელი შემადგენლობა მოვიდა და მთხოვეს, მოდი, მირიან დადექი და ამ „ნაციონალებსაც“ და ამ „ქოცნებასაც“ ამ რაიონში ფეხი არ ჩავადგმევინოთო. არ შემიძლია. ვერ ვიზამ, რომ ვიღაცას ვათქმევინო, ტელევიზორში ორჯერ გამოჩნდა ეს გაჭირვებული და თავისი საქმე გაიკეთაო. რაც შეეხება პარტიის სიას, ხომ იცით, თუ ხარ პოლიტსაბჭოს წევრი, ავტომატურად სიაში იქნები. არ ვიცი, სიაში მერამდენე ადგილზე ვარ და ისიც არ ვიცი, პარტია რამდენ ხმას აიღებს. ახლაც გრძელდება გიორგის საქმის მიმართ ინტერესი და გაგრძელდება ყველა დამნაშავის დასჯამდე და მერეც. ასეა, კი, მე გიორგის ბიძა ვარ და მეამაყება, რომ მისი ბიძა ვარ და არა მკვლელების,” - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

ცნობისთვის, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწიელობას. ნიკოლაძე “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system