თავში

შაქარაშვილის ბიძა: ექვსივემ არკვიოს ერთმანეთში, ვინ მოკლა ბავშვი

შაქარაშვილის ბიძა: ექვსივემ არკვიოს ერთმანეთში, ვინ მოკლა ბავშვი
შაქარაშვილის ბიძა: ექვსივემ არკვიოს ერთმანეთში, ვინ მოკლა ბავშვი

ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა აცხადებს, რომ დაღუპულის ოჯახს იმ ექვსივე პირის მიმართ აქვს პრეტენზია, რომლებიც "ტოიოტა ქამრიში" ისხდნენ, მათი თანამონაწილეობისა და როლების მიუხედავად. 

"ოჯახს აქვს პრეტენზია ექვსივე მათგანის მიმართ და ჩვენი კატეგორიული პოზიციაა, რომ 109-ე მუხლი გამოყენებული იყოს ექვსივე მათგანის მიმართ. გეთანხმებით, რომ დანაშაულში ფუნქციები ნაწილდება ან ვითარებიდან გამომდინარე სპონტანურად ხდება ასეთი გადანაწილება. მაგრამ პრეტენზიები, ექვსივეს მიმართ ოჯახს აქვს თანაბრად. იმიტომ, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, ვინც გამოეკიდნენ გიორგის და ესენი იყვნენ, ვინც განაპირობა გიორგის სიკვდილი. ვერსია და მისი გარემოებებით დასაბუთება არის გამოძიების საქმე და მერე მაგ ექვსივემ არკვიონ ერთმანეთში, ვინ მოკლა ბავშვი", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system