თავში

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამა პროკურატურის წინ კარვის გაშლას აპირებს

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამა პროკურატურის წინ კარვის გაშლას აპირებს
შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამა პროკურატურის წინ კარვის გაშლას აპირებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა პროკურატურის წინ დღეს კარვის გაშლას აპირებს.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, თუ მისი ბრალდებული შვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება შიმშილობის შემდეგ სუიციდს მიმართავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზ.ხ-ს მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ სიცრუის დეტექტორზე გაიაროს, ასევე დეტექტორი გაიარონ "ტოიოტა ქამრის" ავტომობილის მგზავრებმა, მოწმეებმა გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემ.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ის პროკურატურის წინ პროტესტის ნიშნად აგრძელებს შიმშილობას, სამი დღის შემდეგ კი აპირებს, რომ მშრალი შიმშილობის ფორმით გააგრძელოს პროტესტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system