თავში

შაქარაშვილის ოჯახი "შაქარას სტადიონის" გახსნაზე - PHOTO

შაქარაშვილის ოჯახი "შაქარას სტადიონის" გახსნაზე
შაქარაშვილის ოჯახი შაქარას სტადიონის გახსნაზე - PHOTO

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნაზე გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები - დედა, და, ბებია და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ. 

შეგახსენებთ, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი დღეს ოფიციალურად მიენიჭა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system