თავში

შაქარაშვილის საქმეზე, მცხეთის პოლიციაში ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს

შაქარაშვილის საქმეზე, მცხეთის პოლიციაში ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს
შაქარაშვილის საქმეზე, მცხეთის პოლიციაში ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს

მცხეთის პოლიციაში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმეების გამოკითხები გრძელდება.

ამ წუთებში, გამომძიებლები ერთ-ერთი მოწმეს, ანა გაბეჩავას კითხავენ.

ადვოკატის განცხადებით, გაბეჩავას მიმართ ბულინგი ხორციელდება და საგამოძიებო უწყებაში სწორედ ამის გამო მივიდნენ.

"მის განცხადებასთან დაკავშირებით, მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ გამოკითხვაზე მოსული. ხორციელდება მასზე ბულინგი", - განაცხადა ლიკა ბითაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system